10:58 - 26 Jul, 2026
|
2025-06-30 13:42:56, 660 ნახვა
მსოფლიო
ბაქოში, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინაროებს
ბაქოში, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინაროებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში განაცხადეს, ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მედიას უახლოეს ხანში მიაწვდიან. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისის შენობა სამართალდამცავებს აქვთ ბლოკირებული. მედიის ინფორმაციით, მანამდე „სპუტნიკის“ საქმიანობა აზერბაიჯანში ოფიციალურად შეჩერდა, თუმცა გავრცელებული ცნობით, სააგენტო ფუნქციონირებას აგრძელებდა. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ეკატერინბურგში პოლიციის რეიდების დროს აზერბაიჯანის ორი მოქალაქის დაღუპვის საპასუხოდ, აზერბაიჯანმა ყველა რუსული კულტურული ღონისძიება გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)