|
2025-06-30 13:34:46, 645 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - ევროკავშირის ინტერესებშია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი დასრულდეს
ევროკავშირის ინტერესებშია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი დასრულდეს, ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებისთვის, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, კალა კალასმა ერევანში ვიზტისას განაცხადა, სადაც ის დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანს შეხვდა. „ევროკავშირი მოხარულია სომხეთსა დ აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესით. ცხადია, ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ პროცესის დასრულება, რაც შეიძლება მალე. იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში ხდება, ჩვენ გვჭირდება მეტი სტაბილურობა. ეს საკთხი წამოვჭერი ჩემი ვიზტისას ბაქოში. ეს ასევე არის ევროკავშირის ინტერესებში, როდესაც ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე და სხვადასხვა შესაძლებლობებზე, როლებიც არსებობს ორივე ქვეყნისთვის და ასევე ევროპისთვის. მაგალითისთვის დაკავშირება ცენტრლურ აზიასთან. ევროკავშირის ინტერსებშია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – განაცხადა კალასმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)