10:56 - 26 Jul, 2026
|
2025-06-30 12:59:10, 696 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ქალაქ იზმირში მეორე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან
თურქეთის ქალაქ იზმირში მეორე ტყის ხანძრებს ებრძვიან. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის, იბრაჰიმ იუმაკლის თქმით, ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს, ოპერაციაში კი 1000-ზე მეტი მეხანძრე, 11 თვითმფრინავი და 27 შვეულმფრენი მონაწილეობს. მინისტრის თქმით, ძლიერი კვამლის გამო სამი ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ისინი მალევე გაწერეს. ამასთან, მისი ცნობით, იზმირის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი კვამლის გამო ფრენები დროებით შეჩერებულია. ასევე, უსაფრთხოების ზომების ფარგლებში ოთხ სოფელში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრით დაზარალებული ტერიტორიის ზუსტი ფართობი ჯერჯერობით უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)