04:43 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 11:59:59, 421 ნახვა

პოლიტიკა
ანა წითლიძე - რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში არ გვჭირდება სადღეგრძელოები, სალომე ზურაბიშვილს მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა ეთქვა

რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები, ამიტომაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სალომე ზურაბიშვილს სათქმელი მკაფიოდ უნდა ეთქვა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ე.წ არჩევნებში მონაწილეობა არის დაუშვებელი და ნიშნავს ივანიშვილის წესებით თამაშს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

„რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები. საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ მკაფიოობა და სიცხადე. აქ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, არ არსებობს არანაირი ორი გზა და ეს ერთადერთი გზა რეჟიმის ჩამოშლის, არის რეჟიმთან არ თანამშრომლობა. ამიტომაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სალომე ზურაბიშვილს უნდა ეთქვა სათქმელი მკაფიოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. უნდა ეთქვა, რომ ე.წ. არჩევნებში რეალურად სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის დაუშვებელი და ნიშნავს ივანიშვილის წესებით თამაშს და რომ ერთ-ერთი მთავარი გზა, რომ საპროტესტო მუხტი გაიზარდოს და ქუჩში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დადგეს, არის აქტიური ბოიკოტის კამპანია. ეს არის ის, რასაც მე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა, ელოდა სწორედ სალომე ზურაბიშვილისგან“,- განაცხადა ანა წითლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics