|
2025-06-30 11:49:39, 432 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მსოფლიოში ალბათ პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას
მსოფლიოში ალბათ პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ასეთი რამ ჯერ მგონი, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ესეც მეტყველებს თავისთავად იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციაშია. „ეს თავისთავად კარგია, რათა ქვეყანამ განაგრძოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. გუშინდელ დღეს კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია – ოთხი პარტია, 40 „ენჯეო“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება, მთელი „დიფ სთეითი“, ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2 ათასი ქართველი ხალხი გამოიყვანეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 28 ივნისს შიმშილობა დაიწყო. მან 29 ივნისს განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)