04:42 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 11:19:32, 522 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძემ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა, ის მერიას 4 ოქტომბერს ყრილობისთვის სტადიონის დათმობას სთხოვს

მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა, რომლითაც ის მერიას 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას სთხოვს.

როგორც ბურჭულაძემ განმარტა, მათ სურთ, მოიწვიონ ყრილობა, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა მომავალი უნდა.

„ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები გარდაუვალია. ეს წარმოუდგენელია, რომ დიდი ხანი გაგრძელდეს. ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ის იყო, რომ ყრილობისთვის, რომლის ჩატარებაც გვინდა, მოგვცენ ბორის პაიჭაძის სტადიონი, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილია, სადაც შეიძლება, რომ დავეტიოთ. ამიტომ შევიტანეთ ეს განცხადება. ვცდილობთ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ამიტომ გვინდა მოვიწვიოთ ყრილობა 4 ოქტომბერს, როდესაც თითქოს არჩევნები უნდა ყოფილიყო. გვინდა, მოვიწვიოთ ყრილობა, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა მომავალი უნდა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის მერია მის განცხადებას, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ არაფერს არაკონსტიტუციურს და არაკანონიერს არ ითხოვენ, ამიტომ არ აქვს უარის მოლოდინი.

„ვერ წარმომიდგენია, მერიამ რატომ უნდა გვითხრას უარი. არაფერს არაკონსტიტუციურს და არაკანონიერს არ ვაკეთებთ. ჩვენ გვინდა გვქონდეს ის ადგილი, სადაც დავეტევით. პატარა ადგილია პრინციპში - 55 ათასი კაცი ეტევა, მოედანზეც 25 000 რომ გავალაგოთ და დანარჩენი გარეთ იქნება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მშვიდობიანად გადმოვიბაროთ“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics