|
2025-06-29 15:26:28, 877 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ, თელავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, თელავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივნისს თელავში წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ბრალდებული, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მომუშავე დაზარალებულს ცივი იარაღით თავს დაესხა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულადი თანხის გადაცემა მოსთხოვა. „დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238’ მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)