04:42 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-29 10:56:20, 660 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - საშინელებაა, რასაც ისრაელში ბიბი ნეთანიაჰუს უკეთებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პროკურორებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამო აკრიტიკებს.

ტრამპის თქმით, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარე სასამართლო პროცესი ხელს უშლის მის შესაძლებლობას, აწარმოოს მოლაპარაკებები, როგორც „ჰამასთან“, ასევე ირანთან.

„საშინელებაა, რასაც ისრაელში ბიბი ნეთანიაჰუს უკეთებენ. ის ომის გმირი და პრემიერ-მინისტრია, რომელმაც ფანტასტიკური სამუშაო გასწია შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, ირანში საშიში ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში დიდი წარმატება მოიტანა. მნიშვნელოვანია, რომ ის ახლა „ჰამასთან“ მოლაპარაკებების პროცესშია, რაც მძევლების დაბრუნებასაც მოიცავს. როგორ არის შესაძლებელი, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მთელი დღე სასამართლო დარბაზში იჯდეს არაფრის გამო. ეს პოლიტიკური ჯადოქრებზე ნადირობაა, ძალიან ჰგავს ჯადოქრებზე ნადირობას, რომლის ატანაც მე მომიწია. „სამართლიანობის“ ეს ფარსი ხელს შეუშლის, როგორც ირანის, ასევე „ჰამასის“ მოლაპარაკებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიგიჟეა იმის კეთება, რასაც კონტროლიდან გასული პროკურორები ბიბი ნეთანიაჰუს უკეთებენ. ამერიკის შეერთებული შტატები წელიწადში მილიარდობით დოლარს ხარჯავს, გაცილებით მეტს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე, ისრაელის დასაცავად და მხარდასაჭერად. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩვენ ახლახან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ და ეს მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენს გამარჯვებას. გაუშვით ბიბი, მას დიდი სამუშაო აქვს გასაკეთებელი“, – წერს ტრამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics