|
2025-06-29 10:32:08, 605 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ქათამაძე - საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას და მეც ვაცხადებ შიმშილობას
"საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას!" — ამის შესახებ ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის წერილშია აღნიშნული, რომელსაც გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. შეგახსენებთ, ამ დროისთვის 2 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი — ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე შიმშილობს. მათ მოგვიანებით 4 აქტივისტი შეუერთდა. თემურ ქათამაძე მათ სოლიდარობას უცხადებს და მოქალაქეებს მოუწოდებს ხვალ, 29 ივნისს, 19:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. "გულანთებულო მამულიშვილებო, თანამებრძოლებო! საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას! ყველა მოშიმშილისადმი გამოვხატავ ჩემს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას! ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის ამ რთული ბრძოლის უკვე ბოლო ფაზაში შესული ვართ. შეგახსენებთ, ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი — თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] საქართველოდან 11 ივნისს გააძევეს. ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)