|
2025-06-28 12:36:33, 908 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, უკრაინას Patriot-ის რაკეტები გადასცეს
დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, უკრაინას Patriot-ის რაკეტები გადასცეს. კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის რაკეტების გაგზავნას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „შესაძლოა“. ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ახლა აშშ-ს პატივს სცემს. „ის ჩვენს ქვეყანას კვლავ პატივს სცემს. ერთი წლის წინ პატივს არ სცემდა. ჩვენს ქვეყანას ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინიც პატივს სცემს. კიმ ჩენ ინიც პატივს სცემს. ისინი ჩვენს ქვეყანას კლავ პატივს სცემენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება მალე გაფორმდეს. „ვფიქრობ, ამასთან ახლოს ვართ. ვფიქრობთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მომდევნო კვირაში მივაღწევთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)