|
2025-06-28 11:41:59, 641 ნახვა
პოლიტიკა
ზვიად ძიძიგური - გახარიას ადგილას საქართველოში არ ჩამოვიდოდი, სასამართლოზე სამართალს იპოვის?
პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ გიორგი გახარიას ადგილას საქართველოში არ დაბრუნდებოდა, რადგან ივანიშვილის რეჟიმი მას "დიდი ალბათობით დააპატიმრებს". "გიორგი გახარიაზე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, წავიდეს ციხეში თუ არ წავიდეს, ამ შემთხვევაში, მისი გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, თუ ჩამოვა საქართველოში, დიდი ალბათობით დააპატიმრებენ. ისეთ თემაზე აღუძრეს საქმე, რომ საქართველოს ინტერესის შესაბამისი ნაბიჯი რატომ გადადგი და რუსეთ რატომ გააღიზიანეო - ერთი წინადადებით რომ ვთქვათ, ეს არის რასაც ედავებიან, თან ისეთი მუხლები ჩამოთვალეს, მინიმუმ 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მე მის ადგილას არ ჩამოვიდოდი საქართველოში, რატომ უნდა ჩამოვიდე, სასამართლოზე რამე სამართალს იპოვი? რაღაც ტიპის შედეგი მოჰყვება? გაცილებით მეტი შეიძლება თავისუფლებაზე მყოფმა გახარიამ გააკეთოს, ვიდრე პატიმრობაში მყოფმა და პატიმრები არ გვაკლია". - თქვა ძიძიგურმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას წულუკიანის კომისია განმეორებით 2 ივლისს დაიბარებს - ამის შესახებ კომისიაზე ივანიშვილის წარმომადგენლებმა გახარიას გამოუცხადებლობის გამო იმსჯელეს და მისთვის, კომისიის მუშაობის ვადებიდან გამომდინარე, მაქსიმალური თარიღის შეთავაზება გადაწყვიტეს. გახარია კომისიაზე მეორედ დღეს, 23 ივნისს იყო დაბარებული. გახარია, პარტიის განცხადებით, საქართველოში არ იმყოფება და კომისიაზე მისვლას ვერ შეძლებდა, თუმცა მზად იყო სხდომაზე დისტანციურად გამოკითხვისთვის. 14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშრებით იკითხებოდა. უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას მიაწვდიან. ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა. გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა. ცნობისთვის, 28 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა. ამაზე მიზეზით, ნინო გალუსტაშვილმა 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა გივი თარგამაძეს. 24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა. 23 ივნისს ამავე მუხლით, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა. ჯაფარიძე და ხაზარაძე პოლიციამ პარტიის ოფისში დააკავა. ასევე 23 ივნისს, იმავე ბრალდებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 14 მაისს, გირაოს გადაუხდელობის გამო პატიმრობა შეეფარდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილსაც. 13 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა შეეფარდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას.
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)