|
2025-06-27 20:45:18, 746 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - გახარიასგან განსხვავებით, მივიჩნევ, რომ ვისაც ივანიშვილი იჭერს, პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს!
ბატონი გახარია დაუშვებლად მიიჩნევს ჩემს გათავისუფლებას, ვინაიდან „ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციას", არა მგონია თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს და პირადად მე მსურს მის მიმართ სოლიდარობა გამოვხატო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილი ასევე სოლიდარობას უცხადებს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკავებულ „ლელოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც და წერს, რომ „ისინი იმსახურებენ ჩვენს თანადგომას და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“. მისივე თქმით, სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი, რის გარშემოც უნდა აიგოს ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს „პროვინციული ტირანიის“ დამარცხება. „ახლა ვიღაცები მახსენებენ, რომ მამუკა ხაზარაძეს არ მოსწონდა, რომ მე როგორც პატიმარს ვიდეო ჩართვების საშუალებას მაძლევდნენ. ჩემი პასუხი ამაზე მარტივია - ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მამუკამ და ბადრიმ გამოიჩინეს პრინციპულობა, როცა უარი თქვეს არალეგიტიმურ ორგანოსთან თანამშრომლობაზე და ისინი იმსახურებენ ჩვენს თანადგომას და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ჩემი "განაჩენები" ეფუძნება ირაკლი ოქრუაშვილის ცრუ ჩვენებებს. ის ციხეში ამის გამო კი არ ზის, არამედ სწორი საქციელისთვის და მის მიმართ სოლიდარობა აუცილებელია. ბატონი გახარია დაუშვებლად მიიჩნევს ჩემს გათავისუფლებას ვინაიდან "ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციას" არა მგონია თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს და პირადად მე მსურს მის მიმართ სოლიდარობა გამოვხატო. მისგან განსხვავებით მე მივიჩნევ, რომ ყველა ვისაც ივანიშვილი იჭერს არის პოლიტპატიმარი და უნდა გათავისუფლდეს! საერთოდ სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს პროვინციული ტირანიის დამარცხება. ისე, ისიც ფაქტია, იმან, რომ თავის დროზე ივანიშვილს ჩემი დაჭერა გაუვიდა, გაუხსნა მას ხელი დღევანდელი მასობრივი რეპრესიებისთვის”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)