|
2025-06-27 20:06:17, 910 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - გივი თარგამაძე სადისტური ხელისუფლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო
გივი თარგამაძე სადისტური ხელისუფლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და კომისიის სხდომაზე მოსვლას თავს არიდებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, „უხერხულობა უნდა იგრძნოს გივი თარგამაძემ, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის განვითარების ორგანიზების საქმეში“. „გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებაში თარგამაძე მოყვანილია, როგორც ერთ-ერთი ჩამშლელი იმ ფორმატების, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობდა ამერიკისა და ევროკავშირის დახმარებით. მან განაცხადა, რომ კოდორის ხეობა სჭირდებათ, რათა რუსეთს დაარტყან და მოლაპარაკებები ამის გამო ჩაიშალა. ეს ყველაფერი არის გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებაში, რომელშიც მოხვდა თარგამაძის განცხადება. რა ჩვენებას აძლევდა, ამაში გასაკვირი რა არის? რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. გივი თარგამაძე იქნება თუ სხვა, გონჩარენკო, იმავე ჩვენებას მისცემენ. დიდი ამბავი, ვაჟკაცად გამოგყავთ. გივი თარგამაძე სადისტური ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო. კომისიის სხდომაზე მოსვლას თავს არიდებს და რითი ამაყობს? იმით, რომ ჰააგაში ჩვენება მისცა? აბა, რა უნდა ექნა? ისე ამბობს, გეგონება, რუსეთს დაუპირისპირდა, გადაჯეგა. რუსეთს ყველა საშუალება მისცეს, მათ შორის გივი თარგამაძემ იმ ტუტუცური განცხადებებით, რაც აკეთა. იმდენი „იჩალიჩა“, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებაში მოხვდა მისი განცხადება, როგორც ერთ-ერთი ჩამშლელი იმ ფორმატების, რომლებიც 2006 წლამდე წარმატებით მიმდინარეობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)