|
2025-06-27 19:47:15, 966 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - არანაირი შეტაკება არ იქნება, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო ქრისტიანული წესით გაათავისუფლებს თავის წმინდა საკურთხეველს
არანაირი შეტაკება არ იქნება, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო ქრისტიანული წესით გაათავისუფლებს თავის წმინდა საკურთხეველს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, აშაკარაა, თუ რატომ იმალება სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქი სამართალდამცველებისგან. „აშკარა გახდა, თუ ვინ იწვევდა შეტაკებებს დედაეკლესიაში. იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდამცავები პროვოკაციებს არ აჰყვნენ, მათ ერთმანეთთან ჩხუბი დაიწყეს. არანაირი შეტაკება არ იქნება. სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო ქრისტიანული წესით გაათავისუფლებს თავის წმინდა საკურთხეველს, დედაეკლესიას და წმინდა საყდარს მის უწმინდესობას გადასცემს. აშკარაა, თუ რატომ იმალება ის სამართალდამცავებისგან. თუ სასამართლო ერთ ან ორთვიან პატიმრობას დააკისრებს, როგორ იცხოვრებს „წმინდანი“ ცოლის გარეშე?“ – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)