13:36 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 18:35:57, 1104 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი მწვანე ინიციატივების მხარდაჭერასა და საქართველოს უნიკალური ეკოსისტემის დაცვას აქტიურად განაგრძობს

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ინიციატივებს ახორციელბს.

ფინანსური ინსტიტუტისათვის ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რის გამოც მრავალი წელია ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან - CNF ერთად საქართველოს 12 დაცული ტერიტორიის: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის (ეროვნული პარკი და დაცული ლანდშაფტი), ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელის, ფშავ-ხევსურეთის და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია.  

აღნიშნული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 520,000 ჰექტარია და  მოიცავს 11 ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა ცენტრს, რომლებიც 350-მდე ადამიანს ასაქმებს, მათ შორის – რეინჯერებს, რომლებიც   ბიომრავალფეროვნების დაცვაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერა ფარავს ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს, რითაც ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების მდგრად კონსერვაციას.

“საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებისთვის, მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს - როგორც ბიზნესებისთვის, ისე საზოგადოებისა და ინდივიდებისთვის. ამ მიზნების მისაღწევად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სანდო და კომპეტენტურ პარტნიორებთან CNF-თან, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 2009 წლიდან მხარს ვუჭერთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის კონსერვაციასა და შენარჩუნებაში, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

სულ მალე კი საქართველოს ბანკი ახალ ინიციატივას - წერილები ბუნებისგან გააჟღერებს, რომელი საქართველოს ბანკისა და CNF - კავკასიის ბუნების ფონდის ერთობლივი პროექტია.

საქართველოს ბანკისა და CNF-ის კოლაბორაციით იქმნება ინიციატივა ბუნების დასახმარებლად. ინიციატივა ბრენდებისა და ბუნების კავშირის ახალ სტანდარტს შექმნის. 

პროექტი მიზნად ისახავს:

  • ბრენდებმა კარგად დაინახონ ბუნების დაცვის პასუხისმგებლობა;  
  • საკითხის მიმართ ცნობადობის ამაღლებას;
  • აინსპირირებს ბრენდებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები.

ახალ კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტომ - ლივინგსტონმა იმუშავა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics