|
2025-06-27 18:03:45, 856 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ შეზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქება, ჩვენ უნდა ვიყოთ მოწმეები ამ ისტორიული უსამართლობის
სასამართლო პროცესების გაშუქების შეზღუდვა ცალსახად არის მოსამართლეების მოთხოვნა, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ განაცხადა. დოლიძის თქმით, საჭიროა, სასამართლო პროცესებზე საზოგადოების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა დაესწროს, რადგან “ამ ისტორიულ უსამართლობას სჭირდება მოწმედ ყოფნა”. „სრულიად არადემოკრატიული მეთოდით, “ქართულმა ოცნებამ” დახურა სასამართლო პროცესები. არ იქნება შესაძლებელი მედია გაშუქება. რატომ?! ცალსახად ეს არის მოსამართლეების მოთხოვნა, რადგან ხალხის დასწრება გარკვეულწილად უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას. გაშუქება არის გარკვეული წნეხი და ანგარიშვალდებულება. 2007 წელს, სწორედ ასე დაიხურა სასამართლო სხდომები “ნაციონალური მოძრაობის” დროს, გირგვლიანის პროცესების მერე, რომლის მონაწილე ვიყავი მე და ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ დაიხურა პროცესები, რათა მოსამართლეებს გადაწყვეტილებები მარტივად მიეღოთ. ახლაც მსგავს სიტუაციაში ვართ, იხურება პროცესები, რადგან პოლიტიკური წნეხი მაღალია. რა უნდა ვქნათ ახალ რეალობაში?! ფიზიკურად, მაქსიმალურად ბევრმა უნდა ვიაროთ პროცესებზე. ამას აქ რამდენიმე ახსნა. პირველი ის, რომ ამ ისტორიულ უსამართლობას სჭირდება მოწმედ ყოფნა. მეორე ეს არის ბრალდებულების გამხსნევება. მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. მესამე კი, თვით ცრუ მოწმებმაც უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებამ მათ შესახებ იცის. მაქსიმალურად დავესწროთ სხდომებს და ჩვენი ფიზიკურო ყოფნით დავდგეთ სიმართლის მხარეს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)