13:45 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 15:13:03, 796 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური - მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს, ნუ დაემალება სამართალდამცავ ორგანოებს

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბრალდებულ აჯაფახიანის დაკავების შესახებ - სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და არ შეუშალონ ხელი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას, - ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც მასმედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებას ეხება. ამასთან დაკავშირებით, 2025 წლის 27 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბრალდებულ აჯაფახიანის დაკავების შესახებ სასამართლოში წარდგენისთვის, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - გამოყენების მიზნით. დადგენილების აღსრულება დაევალა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და არ შეუშალონ ხელი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას. მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს, ნუ დაემალება სამართალდამცავ ორგანოებს და გამოცხადდეს მას მოლოდინში მყოფი ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წინაშე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სომხეთში, წმინდა ეჩმიაძინის მთავარმა საკათედრო ტაძართან, სადაც სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მთავარეპისკოპისის დასაკავებლად მივიდნენ, სიტუაცია დაძაბულია და მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics