10:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 12:30:46, 727 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - იმ მაკაკებმა, რომლებიც ხიდან ვერაფრით ჩამოდიან და თავს რატომღაც საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ, დილეგში ჩასვეს გიორგი ვაშაძე

იმ მაკაკებმა, რომლებიც ხიდან ვერაფრით ჩამოდიან და თავს რატომღაც საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ, დილეგში ჩასვეს გიორგი ვაშაძე, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავებას.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, „მაიმუნის ჯიშის ველურებს ყველა ცივილიზებული წარმატებული ადამიანი აღიზიანებთ და ამიტომ იძიეს გიორგი ვაშაძეზე შური“.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება ბოგინს მხოლოდ ცოტა ხნით შეძლებს.

„გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოში, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა სახელმწიფო სერვისების სრულიად ახალი სისტემა და მას იქ დიდ პატივს სცემენ. რა თქმა უნდა, მაიმუნის ჯიშის ველურებს ყველა ცივილიზებული წარმატებული ადამიანი აღიზიანებთ და გიორგიზეც ამიტომ იძიეს შური. არა უშავს, ცოტა ხნით დარჩათ ბოგინი, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, პროვინციული ტირანების დრო მთავრდება!“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ვაშაძის გარდა, პატიმრობაში არიან "ძლიერი საქართველოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ასევე, სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. დღესვე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე დააკავეს. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics