13:37 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 12:11:16, 745 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული დებატის მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება იყო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული დებატის მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების უპორობო გათავისუფლება და ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო - დღევანდელი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან საერთაშორისო თანამეგობრობა ერთადერთ გამოსავალს ამაში ხედავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული დებატები მორიგი დასტურია, რომ „რუსული ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციაში რჩება“.

„დებატი საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის მორიგი დასტური იმის, რომ „რუსული ოცნება“ რჩება საერთაშორისო იზოლაციაში და ეს არის, მათ შორის, ქართული დემოკრატიული ძალების მუშაობის შედეგი და რაც მთავარია, ქართველი ხალხის პროტესტის შედეგი. დღეს მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლება, ეს იყო ამ დებატების მთავარი მიზანი და ამავდროულად ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. ეს მოთხოვნები აისახა მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში , რადგან სწორედ ამაში ხედავს საერთაშორისო თანამეგობრობა ერთადერთ გამოსავალს დღევანდელი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები 26 ივნისს გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics