13:36 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 18:49:16, 783 ნახვა

პოლიტიკა
მოქმედი დიპლომატები - რეორგანიზაცია მიზნად ისახავს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის საბოლოო შეჩერებას

საქართველოს მოქმედი დიპლომატები განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღინიშნება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში გათვალისწინებული ცვლილებები მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის საბოლოო შეჩერებას.

2025 წლის 29 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები გულისხმობს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების „ძირეულ რეფორმას“.

მიგვაჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესში გათვალისწინებული ცვლილებები - ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებების დაკნინება, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გაუქმება და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან თანამშრომლების დროზე ადრე გამოწვევა - მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის საბოლოო შეჩერებას.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და მოცემულობის სახელმწიფოსთვის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ერთადერთი გარანტიაა. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე ცვლილებებით გამოწვეული შესაძლებლობების ფანჯარა უნიკალური შანსია ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები შედეგების მისაღწევად. შექმნილ ვითარებაში, საქართველოს დაშორება დასავლური ინსტიტუტებიდან ქვეყანას ხდის სრულიად დაუცველს არსებული და შესაძლო უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ. ამასთან, ასეთი მიდგომა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ჩვენ, ქართველი დიპლომატები, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ამ ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მომავლისადმი!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, აღინიშნება, რომ განცხადება არის ღია და მას შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი მოქმედი დიპლომატი.

განცხადებას ხელს აწერენ:

აქუბარდია სალომე - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;

ბაზერაშვილი დავით - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;

ბენია მეგი - უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;

ბუჯიაშვილი დავით - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;

გვარამია ვაჟა - საქართველოს საელჩო მოლდოვის რესპუბლიკაში;

ვაჭარაძე მარიკა - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ;

თავართქილაძე გიორგი - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი;

იანტბელიძე ერეკლე - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;

კაკულია თამარ - საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში;

მესხი ბონდო - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;

პაპავა ირაკლი - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ;

სპირანდი ოლღა - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;

ჟღენტი ქრისტინე - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;

ფიფია ნინო - საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში;

ფრუიძე ქეთევან - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი;

ყამარაული ნინო - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;

შაიშმელაშვილი ანა - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;

წიქარიშვილი გიორგი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;

ცანავა ანა - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ;

ჯალაღონია ლანა - ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი;





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics