14:08 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 17:07:43, 695 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვას მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით მხარი დაუჭირეს სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის კანონპროექტს. საკითხს მხარი ივანიშვილის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. 

ოცნების მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტით, მედიებისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად შეიზღუდება.

მომხრე იყო 83, მოწინააღმდეგე - არცერთი.

საკითხი დღესვე მიიღეს II მოსმენით. 

პარლამენტში პირველი მოსმენა 25 ივნისს გაიმართა, აღნიშნულ კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის დოკუმენტში წერია, რომ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, იზღუდება როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, ასევე ეზოსა და დერეფნებში გადაღება, ხოლო პროცესების გაშუქების უფლებამოსილება მიენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებამოსილ პირს.

ამასთან ერთად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ "ნებისმიერ პირი, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სივრცეში, თუ მოსამართის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, ვერბალური, უხამსი ქმედებით და ეს უკავშირდება მოსამართლის სტატუსს - გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას".

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აკრიტიკებს ოცნების მიერ ინიცირებულ ახალი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღებას და "მოუწოდებს პარლამენტს - არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით".

იოსელიანის აპარატი წერს, რომ აღნიშნული ცვლილებები ამოღებული იქნება მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე.

აღსანიშნავია, რომ 10 ივნისს ივანიშვილის სატელიტმა მოძრაობამ, ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ "დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ" ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა, რის გამოც, მოძრაობის წევრები ქართულ ოცნებას მოუწოდებდნენ, "კანონის გამკაცრების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics