|
2016-03-19 14:07:09, 1454 ნახვა
კომენტარი
ბაია პატარაია: ვხედავთ, რომ სახელმწიფოს ჩვენი დაცვის ბერკეტი არ გააჩნია
აუცილებელია, მსგავსი კიბერდანაშაულის აღკვეთისთვის სახელმწიფო სტრატეგია შემუშავდეს, - ამის შესახებ „ქალთა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქციაზე, ფარული ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პატარაიამ აღნიშნა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოში სერიოზულად ირღვევა. „ჩვენ გვინდა, რომ აქამდე მსგავსი ტიპის დანაშაულები, რომლებიც არ გამოიძიეს, ახლა გამოიძიონ. ჩვენ გვინდა, რომ გამოძიება იყოს დამოუკიდებელი და ასევე მიგვაჩნია, რომ საჭიროა უცხოელი სპეციალისტების ჩართვა ამ პროცესში. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს ჩვენი დაცვის ბერკეტი არ გააჩნია. აუცილებელია სახელმწიფო სტრატეგია შემუშავდეს მსგავსი კიბერდანაშაულის აღკვეთისთვის. ჩვენ ვითხოვთ ეფექტური გამოძიების წარმოებას“, - განაცხადა ბაია პატარაიამ. ცნობისთვის კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიემართებიან. სამოქალაქო სექტორის მთავარი მოთხოვნაა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კანონმდებლობის გამკაცრება და სამართალდამცველთა შესაძლო დანაშაულის შესასწავლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა. აქციაზე 300 ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. მობილიზებულია პოლიცია.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)