|
2025-06-26 15:38:42, 821 ნახვა
მსოფლიო
აიათოლა ალი ხამენეი - გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ „სიონისტური რეჟიმი პრაქტიკულად განადგურდა“. სოციალურ ქსელ X-ში ხამენეი ასევე წერს, რომ ირანმა შეერთებულ შტატებზეც გაიმარჯვა და “ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა“. „გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას. აშშ-ის რეჟიმი ომში პირდაპირ ჩაერთო, რადგან გრძნობდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სიონისტური რეჟიმი მთლიანად განადგურდებოდა. ის ომში შევიდა ამ რეჟიმის გადასარჩენად, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა. ის თავს დაესხა და ზიანი მიაყენა ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას, რომელიც რეგიონში აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი ბაზაა. ის ფაქტი, რომ ისლამურ რესპუბლიკას აქვს წვდომა რეგიონში აშშ-ის ძირითად ცენტრებზე და შეუძლია ზომების მიღება, როცა საჭიროდ ჩათვლის, მნიშვნელოვანი საკითხია. ასეთი ქმედება შეიძლება მომავალშიც განმეორდეს. თუ რაიმე აგრესია მოხდება, მტერი აუცილებლად გადაიხდის მძიმე ფასს“, - წერს აიათოლა ხამენეი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)