|
2025-06-26 14:00:33, 1068 ნახვა
ეკონომიკა
Global Tech Weekend Tbilisi 2025 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
20 ივნისიდან, თბილისმა რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას უპასპინძლა. იდეებისა და ინოვაციების ვიქენდზე, საქართველოს დედაქალაქში თავი ქართველმა და უცხოელმა წამყვანმა ტექ პროფესიონალებმა მოიყარეს. Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით - “Shaping the New Era” 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდა და 3000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და 80 სპიკერი გააერთიანა. “ასეთი კონფერენციები საქართველოსთვის და მთლიანად, რეგიონისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობების მომცემია, რადგან, უპირველესად, საშუალებას იძლევა, რომ საინტერესო ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნონ და გააჩინონ შესაძლებლობები როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ბიზნესებისთვის. ქვეყანაში და რეგიონში თიბისის როლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ პლატფორმებს მხარი დავუჭიროთ, გვერდში დავუდგეთ და განვავითაროთ, რადგან ტექნოლოგიური დღის წესრიგი ახლა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია” - ამბობს ნიკა ქურდიანი, “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი, რომელიც 21 ივნისს, GTWT-ს ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო და აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება, თუ როგორ იქმნება ციფრული ბანკი საქართველოში, გადის ახალ ბაზარზე უზბეკეთში და 5 წელიწადში აღწევს 20 მილიონამდე მომხმარებელს. Global Tech Weekend 2025-ის სამი დღე მინი სესიებს, შთამაგონებელ გამოსვლებს, ვორქშოფებს, meet & greet-ებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებდა, რომლებიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და არამხოლოდ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა. Global Tech Weekend Tbilisi 2025-მა მომავლის, ინოვაციებისა და პროგრესის იმპულსები ერთ სივრცეში გააერთიანა. თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექ კომპანიისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარება, ტექ კომუნების გაძლიერება და მხარდაჭერა. ქვეყანაში საერთაშორისო პრაქტიკების და გამოცდილებების შემოტანა და ასევე, საკუთარი ცოდნის გლობალური აუდიტორიისთვის გაზიარება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)