14:26 - 26 Jul, 2026
|
2025-06-26 12:05:51, 1026 ნახვა
მსოფლიო
სტივ უიტკოფი - ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა წითელ ხაზს წარმოადგენს
ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა წითელ ხაზს წარმოადგენს, - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. „რა თქმა უნდა, ეს წითელი ხაზია. ეს ყოველთვის წითელი ხაზი იყო. ურანის გამდიდრება წითელი ხაზია და ასევე, წითელ ხაზს იარაღის შექმნა წარმოადგენს. იარაღის შექმნას ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა სტივ უიტკოფმა. მისი თქმით, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. „მაშინ ბომბის შექმნას ყველა მოისურვებს და ჩვენ ამის დაშვება არ შეგვიძლია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)