|
2025-06-26 11:37:15, 740 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ნებისმიერი პირისთვის
პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ნებისმიერი პირისთვის, რომ მის მიმართ არ იყოს კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ბოლომდე განხორციელებული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან დაკავებულ პოლიტიკოსებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის მიმართ სისხლის სამართლის სრულიად ადეკვატური კანონმდებლობა არსებობს“. ამასთან, მათიკაშვილმა ისაუბრა ამ მოცემულობის ფონზე ოპოზიციის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სრულიად დამოკიდებულია „აგენტურული ოპოზიციის იმ პატრონებზე, ვინც მათ კონკრეტულ დავალებას აძლევს“. „[თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას მიიღებს ამ რადიკალების ის კატეგორია, დღეს რომ დიდის ამბით ვითომ პრინციპულები არიან და ამბობენ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობასო - როცა ეტყვიან, რომ მონაწილეობა მიიღეთო, მიიღებენ. როცა ეტყვიან, რომ თავი შეიკავეთო, არ მიიღებენ მონაწილეობას - გააჩნია რა გეგმა ექნებათ მათ პატრონებს საქართველოსთან მიმართებით. მთავარი აქ ის არ არის, რას ფიქრობენ ისინი ან ეს ერთი მუჭა რადიკალები რა ინიციატივით გამოდიან არჩევნებთან მიმართებით. მთავარი არის ქართველი ხალხი, რომელიც საარჩევნო ურნასთან იღებს გადაწყვეტილებას და უკვე მერამდენედ, მათ შორის ახლაც - თვითმმართველობის არჩევნებზე, კიდევ ერთი განაჩენი ელოდებათ ქართველი ხალხისგან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)