|
2025-06-26 10:01:05, 794 ნახვა
ეკონომიკა
Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025 წელს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობითა და ახალი ნომინაციით ხვდება. მასშტაბური პროექტის გვერდით დგანან ის ბრენდებიც, რომლებიც თავად ემსახურებიან ქვეყანაში ბიზნესსოციუმის განვითარებას. ერთ-ერთი მათგანია „თეგეტა“-ქართული კომპანია, რომლის 30-წლიანი გამოცდილება, პროდუქტები და ხედვა თანხვედრაშია ბიზნესდაჯილდოების ღირებულებებთან. „ჩვენ კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში. ძლიერი ეკონომიკა იქმნება შიდა რესურსების განვითარებით — იმ ადამიანების და კომპანიების წახალისებით, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ დინამიკას - სამუშაო ადგილებსა და ინოვაციებს“,- ამბობს ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი. ამ მიზანს ემსახურება ახალი მიმართულება “თეგეტა ბიზნესი”, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი. ამ პროდუქტით კომპანიას სურს, ხელი შეუწყოს მათი ოპერაციული პროცესების, ხარჯების და ეფექტიანობის გაუმჯობესებას. „ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ჩვენთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებით, ეს არის ღირებული პარტნიორობისნ ჩამოყალიბება, რომელიც ემყარება გამოცდილების გაზიარებას, ტექნოლოგიურ ცოდნასა და წინსვლაზე ორიენტირებულ მიდგომას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ კომპანიებს განვითარებაში და ხელი შევუწყოთ, რომ ქვეყნის ბიზნეკოსისტემაში თვალსაჩინო ადგილი დაიკავონ“, --განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი. ელენკა კოხრეიძე აღნიშნავს, დაჯილდოება არა მხოლოდ პრიზების, არამედ ფიქრის ფორმატის შეცვლის სივრცეა — სადაც ბიზნესი იწყებს საკუთარ თავზე დაკვირვებას.. არა მხოლოდ იმაზე, თუ რას აკეთებს, არამედ როგორ მიდის მიზნამდე. “პირადად ჩემთვის თითოეული წარმატებული ისტორია ღირებულია. თიბისის ბიზნეს დაჯილდოება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჯილდო — ეს არის პროცესი, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას გააანალიზონ საკუთარი გზა, გაიაზრონ მიღწევები და წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური ისტორია ფართო საზოგადოებისთვის.ასეთი ინიციატივები ქმნის სივრცეს, სადაც ბიზნესი ვითარდება არა მხოლოდ ოპერაციულად. ისინი იწყებენ ფიქრს სტრატეგიაზე და ღირებულებაზე. პლატფორმა ქმნის მყარ საფუძველს სამომავლო განვითარებისთვის“, -ამბობს ელენა კოხრეიძე.
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)