|
2025-06-24 12:54:18, 787 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - დღეს გიორგის კი არ იჭერენ, გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი უშიშრობით და პრინციპულობით!
დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით და პრინციპულობით. ასე მარცხდება ოლიგარქია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში განაცხადა, სადაც ის გიორგი ვაშაძისთვის სოლიდარობის გამოსახატად მივიდა. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის ბევრი კამათი და დაპირისპირება ყოფილა, თუმცა ახლა ერთიანობის დროს და დღესდღეობით საქართველოს პროდასავლური ოპოზიცია იბრძვის საკუთარი თავისუფლების ხარჯზე. „დღეს გიორგი არის საამაყო, ღირსეული. დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით და პრინციპულობით. ასე მარცხდება ოლიგარქია. ბევრი კამათი და კრიტიკა გვინახავს ოპოზიციაში, თუმცა ფაქტია, რომ დღეს პროდასავლური ოპოზიცია იბრძვის საკუთარი თავისუფლების ხარჯზე. ამის მაგალითია დღეს გიორგი. ჩვენ სისტემას უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია. მინდა გიორგის პირობა დავუდო, რომ ყველაფერს ვიზამთ ერთიანობისთვის. დღეს შიდაპოლიტიკური კინკლაობის ადგილი არ არის. ერთიანობა არის ერთადერთი პასუხი, რასაც იმსახურებენ ნიკა, ნიკა, ზურა, ბადრი, მამუკა და ახლა უკვე გიორგიც“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია.
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)