13:20 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 16:52:41, 696 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების განვითარებას

დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთზე სტრატეგიული მარცხის მიყენების გეგმებს ამზადებს, ისტორიამ მათ ვერაფერი ასწავლა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„არ შეიძლება არ გვაღელვებდეს, რომ რიგი დასავლელი პოლიტიკოსები აგრძელებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების გეგმების შემუშავებას; ისტორიამ მათ ვერაფერი ასწავლა“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი შეიარაღებული ძალების განვითარებას გააგრძელებს.

„გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდის გათვალისწინებით, გავაგრძელებთ ადეკვატური ზომების მიღებას რუსეთისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ჩვენი შეიარაღებული ძალების, როგორც რუსეთის სუვერენული და დამოუკიდებელი განვითარების გარანტიის, განვითარებისთვის“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „ბირთვული ტრიადის“ განვითარებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენს ბირთვულ ტრიადას“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ქვეყნის არმიისა და საზღვაო ფლოტის ტექნიკური მოდერნიზაცია.

„როგორც ადრე, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არმიისა და საზღვაო ძალების ტექნიკური მოდერნიზაციაა“, - განაცხადა პუტინმა.

მან ნატო-ს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველასთვის ნათელია, თუ ვინ იწვევს შეიარაღების რბოლას.

„ვიცით, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე დაგეგმილია ალიანსის შესაძლებლობების შემდგომი გაზრდის მასშტაბური პროგრამის დაწყების გამოცხადება. მის განსახორციელებლად, ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები გაიზრდება. ამასთან, ბლოკის წევრები უკვე უფრო მეტს ხარჯავენ სამხედრო მიზნებზე, ვიდრე მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთად. აქედან ნათელია, თუ ვინ იწვევს სინამდვილეში ამას - გლობალურ მილიტარიზაციას და შეიარაღების რბოლას“, - აღნიშნა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics