01:06 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 15:35:55, 564 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მამუკას და ჩემს წინააღმდეგ

ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მამუკას და ჩემს წინააღმდეგ. ამოცანაა, რომ გატეხოს ჩვენი წინააღმდეგობა - ჩვენ არ ვუღალატებთ ამ ქვეყნის ინტერესებს, თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეალებს, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მისი და მამუკა ხაზარაძის გამოუცხადებლობაზე და ხელმეორედ დაბარებაზე.

მისი შეფასებით, მათი გატეხა ვერ მოდება.

„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მამუკას და ჩემს წინააღმდეგ. ამოცანაა, რომ გატეხოს ჩვენი წინააღმდეგობა. ხელი ჩავიქნიოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის ბრძოლისთვის, ეს არ მოხდება. ეს არ არის საგამოძიებო კომისია, ეს არის ერთპარტიული სადამსჯელო მანქანა,რომელიც უსწორდება თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი მიზანი არის, რომ სადამსჯელო მანქანა გამოიყენოს ჩვენს გასაჩუმებლად, ჩვენს გასატეხად, ეს ვერ მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვუღალატებთ ამ ქვეყნის ინტერესებს, არასდროს ვუღალატებთ თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეალებს. ასე იყო მთელი ჩემი ცხოვრება და ასე გაგრძელდება მუდამ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics