01:06 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 13:10:46, 689 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ზურა ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა

დღეს, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოზე მსჯელობს და უნდა განსაზღვროს მისი სამოქმედო პოლიტიკა, ზურა (გირჩი) ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს დავალება უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გახსნად შეიძლება შეფასდეს.

„დღეს, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოზე მსჯელობს და უნდა განსაზღვროს მისი სამოქმედო პოლიტიკა, ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა.

ამ ეტაპზე ეს დავალება, როგორც ცხადად ჩანს, უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გახსნაა. ამისთვის კი, ივანიშვილის რეჟიმმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს ევროკავშირის დასარწმუნებლად, რომ მყარად დაადგა ავტოკრატიის გაღრმავების გზას. სოლიდარობა ზურას, სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს“, - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. სასამართლო დღესვე გამოაცხადებს განაჩენს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზეც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics