|
2025-06-22 17:06:14, 1283 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე 23 ივნისს განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება. როგორც პარტიაში აცხადებენ, ზურაბ ჯაფარიძის პოზიციაა, რომ არც მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერები დაესწრონ სასამართლო სხდომას. ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ, 23 ივნისს, 10:30 საათზე გამოცხადდება. „ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე არ დაესწრება განაჩენის გამოცხადებას. შესაბამისად, არც მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერები ვაპირებთ მონაწილეობას სასამართლოდ წოდებულ „ცირკში“. ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის განაჩენს ჯვებე ნაჭყებია ცარიელ დარბაზში გამოაცხადებს", - აღნიშნულია „გირჩი მეტი თავისუფლებას“ განცხადებაში. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე გამოცხადდება. როგორც ცნობილია, ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად, არცერთი სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მათ მიმართ განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად სულ ცხრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარეს, მათგან საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი რვა პირმა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარიაა, შესაბამისად, მას ამ საქმეზე ბრალდება წარდგენილი არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკოსებს, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, რის გამო, ის 22 ივნისს, სხდომათა დარბაზში დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)