13:20 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-22 12:22:36, 411 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - სად ჯანდაბაში მიათრევთ ქვეყანას?

ნიშნის მოგების გარეშე, გულწრფელად გეკითხებით, დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირებით, ამ საგარეო პოლიტიკით რა მშვიდობა და უსაფრთხოება მოგაქვთ საქართველოსთვის? ვის გზას გვაყოლებთ? მკვდრების? გაკოტრებული რეჟიმების?, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის საშუალებით.

მისი თქმით, საქართველოში დასავლეთი მტრად არის გამოცხადებული.

„თეირანის იმ დარბაზში, სადაც ირაკლი კობახიძე იჯდა სკანდირებდნენ „სიკვდილი ამერიკას!“

დღეს მის გვერდით მსხდომთაგან უმრავლესობა ან გარდაცვლილია, ან მიწისქვეშა ბუნკერებში იმალება.

ნიშნის მოგების გარეშე, გულწრფელად გეკითხებით, დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირებით, ამ საგარეო პოლიტიკით რა მშვიდობა და უსაფრთხოება მოგაქვთ საქართველოსთვის? ვის გზას გვაყოლებთ? მკვდრების? გაკოტრებული რეჟიმების?

თუ თქვენი არჩევანია იდგეთ იმ ღერძზე, რომელიც ერთდროულად ებრძვის დასავლეთს, უკრაინას, საკუთარ ხალხს და თავისუფლებას, მაშინ თქვით პირდაპირ.

ლუკაშენკომაც კი იგრძნო, საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის ლიდერებს და თქვენ რას აკეთებთ?

ლიდერები და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები ისევ ციხეში არიან; კრიტიკა ითვლება დანაშაულად; დასავლეთი გამოცხადებულია მტრად.

მართლა სად ჯანდაბაში მიათრევთ ამ ქვეყანას? ვინ მოგცათ უფლება, საქართველოს მომავალი დაბლოკოთ და თქვენს ბნელ გარიგებებს გადააყოლოთ ქვეყანა?

რას იმალებით? გამოდით. თქვით ღიად სად ხართ.

დასავლეთის პარტნიორი ხართ?

თუ ისევ არარსებულ საფრთხეებს ებრძვით, რომ პასუხისმგებლობა აირიდოთ?“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics