2025-06-22 09:56:44, 645 ნახვა
სამართალი
მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა
მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა.
ყაველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,