13:55 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-21 10:58:04, 856 ნახვა

მსოფლიო
Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) უფროსმა მრჩეველმა, კერი ლეიკმა განაცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ შეტყობინება „ამერიკის ხმის“ 639 თანამშრომელს გაეგზავნა.

„სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება USAGM-ისა და „ამერიკის ხმის“ 639 თანამშრომელს გაეგზავნა, რაც გაბერილი, უპასუხისმგებლო ბიუროკრატიის დაშლის მიზნით დიდი ხნის ძალისხმევის ნაწილია“, - განაცხადა ლეიკმა.

ლეიკის ცნობით, USAGM-ში, „ამერიკის ხმასა“ და „კუბის მაუწყებლობის ოფისში“, მუშაობას 250 თანამშრომელი გააგრძელებს.

შეგახსენებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში 22 მარტს შეიტანეს. ფედერალურმა მოსამართლეებმა „ამერიკის ხმის“ დახურვის მიზნით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები რამდენჯერმე დაბლოკეს, თუმცა უფროსი მრჩევლის, კერი ლეიკის განცხადებით, მარტის შემდეგ სააგენტოს თანამშრომლების რაოდენობა 85%-ით შემცირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics