|
2025-06-19 16:16:20, 1162 ნახვა
ეკონომიკა
Lamborghini-ს პრეზიდენტი: „მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, როდესაც პარტნიორად საქართველოში „თეგეტა“ ავირჩიეთ“
Lamborghini თბილისშია. საქართველოში მას ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იტალიური ბრენდისთვის საქართველოში სადილეროს გახსნა სტრატეგიული გადაწყვეტილებაა და ამ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა სანდო პარტნიორმა, „თეგეტამ“ მოახდინა.
წინასწარი მოკვლევის საფუძველზე ნათლად დავინახეთ, რომ საქართველოში ჩვენი ავტომობილების მიმართ დიდი ინტერესია, მაღალია მოთხოვნა, თუმცა ჩვენი არჩევანი, შემოვსულიყავით ქართულ ბაზარზე, მხოლოდ გაყიდვების ზრდა არ არის. ეს ბრენდის განვითარებისა და გაფართოების სტრატეგიის ნაწილია“, - ამბობს შტეფან ვინკელმანი. Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი თბილისში ახალი შოურუმის ოფიციალურ გახსნაზე დასასწრებად ჩამოვიდა. იტალიური სპორტქარის შეძენას ქართველი მომხმარებელი აღმაშენებლის ხეივნის 129 ნომერში მდებარე Lamborghini-ს ახალ ცენტრში შეძლებს. ცნობილი ბრენდისთვის საქართველო 56-ე ბაზარია, სადაც პრემიუმ ავტომობილებს წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)