|
2025-06-19 15:47:12, 991 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. იური უშაკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს და მომავალ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. „რუსეთი და ჩინეთი მკაცრად გმობენ ისრაელის ქმედებებს, რომლებიც გაერო-ს წესდებას არღვევს. მოსკოვი და პეკინი იმ ფაქტიდან გამომდინარეობენ, რომ სიტუაციის ძალის გამოყენებით მოგვარება შეუძლებელია“, - განაცხადა უშაკოვმა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ინფორმაციით, პუტინმა და სი ძინპინმა კანადაში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შედეგების შესახებაც ისაუბრეს. „კერძოდ, მათ აღნიშნეს ის ცნობილი ხარვეზები, რომლებიც ამ შეხვედრის მონაწილეებს შორის ურთიერთობებში გამოიკვეთა“, - აღნიშნა უშაკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)