|
2025-06-19 11:37:12, 786 ნახვა
მსოფლიო
ისრაელ კაცი - თავდაცვის ძალებს დავავალე, ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმები გააძლიერონ
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალებს ირანში სტრატეგიულ სამიზნე ობიექტებზე დარტყმების გაძლიერება დაავალა. „მშიშარა ირანელი დიქტატორი თავისი დაცული და გამაგრებული ბუნკერის სიღრმეში ზის და ისრაელში საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ შენობებზე მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა. მისი თქმით, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „ომის დანაშაულებისთვის პასუხს აგებს“. „მე, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ ირანში სტრატეგიული სამიზნე და თეირანში სამთავრობო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმები გააძლიერონ, რათა ისრაელის წინაშე არსებული საფრთხე აღმოიფხვრას და აიათოლას რეჟიმის დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)