|
2025-06-18 21:48:04, 1321 ნახვა
მსოფლიო
NetBlocks - ირანში, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გათიშულია
ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა. "ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გათიშულია; ინციდენტს წინ უძღვის ადრინდელი ნაწილობრივი შეფერხებების სერია და ხდება ისრაელთან სამხედრო დაძაბულობის ფონზე, რამდენიმე დღის განმავლობაში ორმხრივი სარაკეტო იერიშების შემდეგ". - წერს X-ზე NetBlocks. მედიაში ვრცელდება ცნობები ირანში არსებულ სხვა საკომუნიკაციო პრობლემებზეც. როგორც NYT წერს, ქვეყნის მასშტაბით მობილურ ტელეფონებზე დარეკვაც "უკიდურესად რთული გახდა". ინტერნეტის მასშტაბური გათიშვისა და საკომუნიკაციო პრობლემების შესახებ აღნიშნულ ბოლოდროინდელ ცნობებს წინ უძღვის ირანის რამდენიმე რეგიონში ინტერნეტის ნაწილობრივი შეფერხების შემთხვევები. ცნობისთვის, 13 ივნისს ირანის კომუნიკაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სიტუაციის გამო "ქვეყნის ინტერნეტზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა", რის შედეგადაც ირანელებს ინტერნეტში უცხოურ საინფორმაციო წყაროებზე წვდომა შეეზღუდათ. ამის საპასუხოდ, 14 ივნისს ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა თქვა, რომ ირანში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)