|
2025-06-18 18:06:58, 831 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოზე - ფიქრობენ, რაღაცას გაისვრიან; სინამდვილეში, ფეხში ისვრიან
დღეს მე ვნახე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში, რომ ისინი არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ აფინანსებენ პროპაგანდას და ექსტრემიზმს, მათი ეს საქციელი უკვე ჰგავს იმ ბავშვის საქციელს, რომელიც რაღაც მოპარულ ნივთს მუჭში დამალავს და რომ ეუბნებიან, რა გაქვს მუჭში, ამბობს, არაფერიო , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიტანეთის საელჩოს ქმედებები სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების დარღვევაა. „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებისა დარღვევაა, როცა საელჩო მალავს იმას, თუ ვის აფინანსებს. დღეს მე ვნახე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში, რომ ისინი არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ აფინანსებენ პროპაგანდას და ექსტრემიზმს, ბრიტანეთის საელჩოს ეს საქციელი უკვე ჰგავს იმ ბავშვის საქციელს, რომელიც რაღაც მოპარულ ნივთს მუჭში დამალავს და რომ ეუბნებიან, რა გაქვს მუჭში, ამბობს, არაფერიო. ასე პასუხობს ბრიტანეთის საელჩო და მე მგონი, ზრდასრული ადამიანები ასეთ ბავშვურ პასუხებს არ დავჯერდებით და მოვითხოვთ მუჭის გახსნას. ჩემი კითხვა ბრიტანეთის საელჩოს მიმართ ის კი არ იყო, ეთანხმება თუ არა ბრალდებას, რომ პროპაგანდას და ექსტრემიზმს აფინანსებს, არამედ ეს იყო ბრალდება, რომელსაც სჭირდება პასუხი და არგუმენტები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიტანეთის საელჩოს განცხადებები „ფეხში გასროლას“ ჰგავს, რადგან აღნიშნული განცხადებებით საკუთარ თავს იზიანებენ. „ცოტა უცნაურია ბრიტანეთის საელჩოს ბოლო განცხადებების სერია, რომელსაც ვისმენთ. განცხადებების ტონალობიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ფიქრობენ, რაღაცას გაისვრიან და სინამდვილეში ფეხში ისვრიან ხოლმე ამ განცხადებებით და იზიანებენ ისევ საკუთარ თავს. როგორც წინა ჯერზე იყო საკუთარი თავის დაზიანება და ფეხში ნასროლი იმ მხრივ, რომ თითქოს ჰქონდათ საკრიტიკო, თანხმობის პროცედურა არ იყო დასრულებული და ამით გაამჟღავნეს, რომ პროპაგანდას და ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ და დაიზიანეს ისევ საკუთარი თავი. ამ განცხადებას ორი ნაწილი აქვს და რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, დამკვირვებლებს, მართლაც რომ ფარისევლობაა, როდესაც ბრიტანეთი,რომელიც არ აღიარებს ეუთო/ოდირის დასკვნას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ახლა მოითხოვს, თუ ითხოვს, თუ წინადადებით გამოდის ეუთო/ოდირის მისიასთან დაკავშირებით. 2024 წელს ბევრი და მათ შორის ბრიტანეთი საუბრობდა, რომ ეს იქნებოდა გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც კი ჩახედეს და ანგარიშის შედეგი და შინაარსი არ მოეწონათ, მაშინ გვერდზე გაწიეს ეს ანგარიში. ჩვენ გვახსოვს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, როდესაც მან დაწერა, რომ „ქართლი ოცნების“ მინისტრს ესაუბრა. რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინო განცხადება იყო და აბსოლუტურად აცდენილი იყო ეუთო/ოდირის დასკვნას. როდესაც არ აღიარებ ეუთო/ოდირის დასკვნა და ფარატინა ქაღალდად მიგაჩნია, შემდეგ სერიოზულად იმაზე საუბარი, რომ თითქოს ეუთო/ოდირი არის მნიშვნელოვანი, ეს, რა თქმა უნდა, ფარისევლობაა და არასერიოზულია. ძალიან ვწუხვარ, რომ ბრიტანეთის საელჩო ასეთ მარტივ შეცდომებს უშვებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)