|
2025-06-18 11:06:08, 798 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - ახლო აღმოსავლეთში ბირთვული საფრთხე ჰიპოთეტური არ არის
ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი არა მხოლოდ ესკალაციას იწვევს, არამედ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს, რადგან დარტყმები ბირთვულ ობიექტებზე ხორციელდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ეს ყველაფერი (ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი) არა მხოლოდ ესკალაციამდე მიდის, არამედ პირდაპირ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს იმის გამო, რომ დარტყმები ხორციელდება მშვიდობიან ატომურ თუ ბირთვულ ობიექტებზე“, - აღნიშნა ზახაროვამ. მისი მტკიცებით, ირანს აქვს და ექნება ბირთვული ობიექტების ფლობის უფლება და მათზე დარტყმები გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს და ამ კონფლიქტში ბირთვულ საფრთხეს რეალური მნიშვნელობა აქვს. „ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბირთვულ საფრთხეზე, რომელსაც არა ჰიპოთეტური, არამედ პრაქტიკული განზომილება აქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)