|
2025-06-18 10:17:33, 912 ნახვა
მსოფლიო
კირ სტარმერი - პუტინის ომის მანქანის დამფინანსებლებს დასამალი ადგილი არ უნდა ჰქონდეთ
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი კანადის ქალაქ კანანასკისში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. „სასიამოვნო იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა. გაერთიანებული სამეფო რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს - პუტინის ომის მანქანის დამფინანსებლებს დასამალი ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - წერს სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ეხმაურება და აცხადებს, რომ კირ სტარმერთან რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობა, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და სხვა საკითხები განიხილა. „იმისთვის, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება აიძულონ, საჭიროა დიდი შვიდეულის ყველა ქვეყნის მიერ კოორდინირებული სანქციები მათი ენერგეტიკული და საბანკო სექტორების, ჩრდილოვანი ფლოტისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება - როგორც სისტემების, ასევე რაკეტების. ამას ხაზს უსვამს რუსეთის მუდმივი მასიური თავდასხმები, რომლებიც ტრაგიკულად იწირავს უკრაინელების სიცოცხლეს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)