15:04 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 10:16:41, 1013 ნახვა

სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
საქართველოდან გაძევებულ იქნა: სომხეთის, უზბეკეთის, ირანის, ნიგერიის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქეთის, პაკისტანის და ბანგლადეშის - ჯამში 25 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics