09:56 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 15:33:33, 744 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - აიათოლა ალი ხამენეის ვაფრთხილებ, გაიხსენოს, რა ბედი ეწია სადამ ჰუსეინს

აიათოლა ალი ხამენეის ვაფრთხილებ, გაიხსენოს, რა ბედი ეწია სადამ ჰუსეინს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„ვაფრთხილებ ირანელ დიქტატორს (აიათოლა ალი ხამენეი), რომ ომის დანაშაულების ჩადენა და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტების გაშვება არ გააგრძელოს. კარგი იქნება, თუ გაიხსენებს ირანის მეზობელი ქვეყნის დიქტატორის (სადამ ჰუსეინი) ბედს, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ იგივე გზა აირჩია“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანში სამიზნე ობიექტებზე დარტყმებს გააგრძელებს.

„მოვუწოდებ თეირანის მოსახლეობას, რომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის მითითებების შესაბამისად ტერიტორიები დატოვონ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ირანს „ძლიერი დარტყმით“ ემუქრება მწვანე შუქის მიღების შემდეგ
ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics