02:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 16:13:13, 364 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე ბრიუსელის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებით, 18-20 მარტს გამართულ ბრიუსელის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგიზ ფხალაძე „ჰიბრიდული ომებისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ" დახურულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.

როგორც თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ბრიუსელის ფორუმის მიზანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაძლიერება და ჩრდილო ამერიკასა და ევროპას შორის გლობალურ საფრთხეებზე ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

მისი განცხადებით, ეს არის გავლენიანი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების შეხვედრის პლატფორმა, რომელზეც გლობალური გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ.

ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ევროკავშირის ინსტიტუტების და წევრი სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირები, ამერიკელი კონგრესმენები, პარლამენტარები, მეცნიერები და მედიის წარმომადგენლები, მათ  შორის  ფედერიკა მოგერინი, იანს სტოლტენბერგი, დონალდ ტუსკი, ალექსანდრ ვერშბოუ, მარტინ შულცი.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება დისკუსია ისეთ საკითხებზე როგორიცაა უსაფრთხოების შეფასება, უსაფრთხოების ღირებულებები-ტერორიზმთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანებში, ტრანსატლანტიკური ენერგოუსაფრთხოება, გლობალური ფინანსური კრიზისი, მიგრანტთა კრიზისის შედეგები ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის, რუსეთი, უკრაინა და ევროპის მომავალი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics