|
2025-06-16 14:05:50, 912 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - მიმდინარეობს გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი
გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს, ეს არ არის სასამართლო. ეს არის ფარსი, - ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, ამ პროცესს არაფერი საერთო სამართალთან არ აქვს. „გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს, ეს არ არის სასამართლო. ეს არის ფარსი. ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართალთან. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რეპრესიული ინსტრუმენტი, რომლითაც რეჟიმი ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს ყველა პოლიტიკური ლიდერი. გუშინ, გიორგი ვაშაძე სწორედ ამ პროცესისთვის საქართველოში დაბრუნდა. ყველაფრისთვის მზად არის - მშვიდად, მტკიცედ, ღირსებით. ის არ დაბრუნდა კომფორტისთვის, დაბრუნდა ბრძოლისთვის, იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ღირსეულად აგრძელებს. ყველამ ვიცით, ასეთი რეჟიმები დიდხანს ვერ ძლებენ, რადგან ძალადობა არასდროს არის ძლიერი სახელმწიფოს საყრდენი. ჩვენ, ქართველებმა, არაერთხელ გავუძელით და გადავრჩით. არც ეს ბრძოლა დასრულდება სხვაგვარად, აუცილებლად დამთავრდება ხალხის გამარჯვებით. საქართველო ევროპისკენ მიდის და ამ გზას ვერავინ შეაჩერებს. ჩვენი მომავალი ევროპაშია, არა რუსულ ჭაობში, სადაც რეჟიმი ყველას მიგვაქანებს“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)