|
2016-03-18 15:28:31, 469 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა. წიკლაურმა საკონსტიტუციო ცვლილებაზე ისაუბრა, რომელიც ქორწინების შესახებ ჩანაწერს შეეხება. „ამ თემას "ქართული ოცნება" ახლა აჟიოტაჟის საგნად იყენებს. ეს არის სწორედ იმ კრახის აღიარება, რომელიც მათ გამოიჩინეს ეკონომიკაში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართულებით. ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ქორწინება მართლაც ქალისა და მამაკაცის ერთობაა, მაგრამ ამ საკითხებით აპელირება ხაზს უსვამს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა კრახი ყველა მიმართულებით", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა და დასძინა, რომ აღნიშნული ინიციატივა სამარცხვინოა. წიკლაურის განცხადებას დეპუტატი ნუკრი ქანთარი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამარცხვინოები თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. კიდევ ერთი დაპირისპირება უმრავლესობის წევრ გიგა ბუკიასა და უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილს შორის მოხდა. ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ვითარების განმუხტვა მანდატურის სამსახურმა შეძლო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)