|
2025-06-14 17:38:21, 1717 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, გენერალურ პროკურატურაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაბარება, გიორგი გახარიას არჩევანის წინაშე დაყენებაა, ციხესა და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას შორის. აღნიშნულით ბოკუჩავა ეხმაურება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას. „გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა - ციხე ან ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა“,- აცხადებს ბოკუჩავა. ცნობისთვის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის უწყებაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დაიბარეს. ის 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)