16:01 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 16:01:33, 981 ნახვა

სამართალი
რეზო კიკნაძე მერაბ დვალიშვილს - ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს

ას [მერაბ დვალიშვილს] „სინდისის პატიმრები“ უხსენეს და ვერ გაიგო - ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, როცა ევროპულ მომავალს ვითხოვდით. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, - ასე მიმართა აქციების პერიოდში დაკავებულმა რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს.

როგორც რეზო კიკნაძემ მიმართვაში განაცხადა, აქციაზე დაკავებულები ისჯებიან იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსეთისკენ მიდიოდეს.

„მერაბ დვალიშვილს მივმართავ - მას სინდისის პატიმრები უხსენეს და ვერ გაიგო. ძალიან მოკლედ ავუხსნი, თუ რატომ ვართ აქ - ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, ევროპულ მომავალს ვითხოვდით და კობახიძემ თქვა, რომ „სანამ „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ევროპასთან კავშირი და მოლაპარაკებები არ გვექნებაო“. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, არ გინდა, რომ რუსეთისკენ მივდიოდეთ. ამის გამო ვყავართ აქ და ამის გამო გვისჯიან 5, 6 და 7 წელს“, - განაცხადა რეზო კიკნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics