13:55 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 14:01:37, 677 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე - როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ამ ყველაფრის ფარი ვერ იქნება

ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან კანონის დარღვევას ვხედავთ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება - ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, როდესაც პოლიტიკოსი არღვევს კანონს, „პოლიტიკოსის სტატუსი ამ ყველაფრის ფარი ვერ იქნება“.

„პირველი შემთხვევა არ არის, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან კანონის დარღვევას ვხედავთ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, თუმცა როდესაც შენ არღვევ კანონს, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსის სტატუსი ამ ყველაფრის ფარად ვერ იქნება. ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics